суббота, 20 декабря 2008 г.

სილამაზის დედოფალი.

1.პროექტის სახელი სილამაზის დედოფალი.
2.პროექტის მოკლე აღწერა – პროექტის მონაწილეები იკვლევენ ვარდის წარმოშობის ისტორიას, იძიებენ ამ ყვავილის როლს მსოფლიო ისტორიაში, რომელი ხელოვანის შემოქმედებაში რა სახით ჰპოვეს მათ ასახვა, რომელი გეოგრაფიული ადგილების დასახლებაში გვხვდებიან და რა მიზნით გამოიყენება.
3.პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები შეისწავლიან ვარდის წარმოშობის ისტორიას, გაიგებენ მსოფლიოს რომელ ქვეყნებში გვხვდება და რამდენი სახეობის ვარდი არსებობს. ჩაატარებენ თავიანთ კუთხეში კვლევას და შეისწავლიან მისი მოყვანისა და გამოყენების წესებს. გამოიკვლევენ და ახსნიან, თუ რატომ უწოდებენ ვარდს ყვავილთა დედოფალს. მოსწავლეები სურათებს უღებენ ყვავილებს, ხატავენ, ქარგავენ ან ნებისმიერი სხვა სახით თავად გამოსახავენ ვარდებს. უღებენ სურათებს თავიანთ ნამუშევრებს და ქმნიან ფოტოალბომს და განათავსებენ ვებ გალერეაში.აწყობენ გამოფენას სკოლაში, ადგენენ მცენარის განვითარების ცხრილს. შეეჯიბრებიან ყველაზე ლამაზი ვარდის მოყვანაში, რათა გამარჯვების შემთხვევაში მათმა მოყვანილმა ვარდმა მიიღოს ,,დედოფლის” წოდება.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-19 წელი
5.ვადები/ ხანგრძლივობა: 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგზე, ფოტოალბომის, ნახატების, ვარდის ბაღის შექმნა, ვარდის ამსახველი ხელოვნების ნიმუშების მოძიება.
7. მოსალოდნელი შედეგები:
გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის ცოდნას, შექმნიან ფოტოალბომს. შედგება საინტერესო შემეცნებითი პრეზენტაცია.
8.სარგებელი სხვებისთვის:
ვარდზე ინფორმაციული ელ.ვერსია, რომელსაც შექმნიან პროექტში მონაწილე მოსწავლეები.
9.სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში – ისტორიაში, გეოგრაფიაში,ბიოლოგიაში, ქიმიაში, უცხო ენაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. ფასილიტატორები:
ლია ღურწკაია, თეონა ხუბუა.
13.პროექტის ფასილიტატორების ელ.ფოსტა:
likag980@gmail.com
teona77@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac42b5
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.dedofali.blogspot.com